დაბეჭდვა

ჩვენს შესახებ





 ჩვენი კომპანიის შესახებ

           კომპანია „ ბკ მედი „  არის საქართველოს  ტერიტორიაზე  მოქმედი  მარკეტინგული კომპანია , რომელიც  დაკავებულია  ევროპული   წარმოების,  მაღალი ხარისხის  მედიკამენტებისა  და  საკვები დანამატების,  ასევე  სამედიცინო დამხმარე საშუალებების  მოძიებით , მწარმოებლებთან  პირდაპირი კონტაქტის დამყარებით, შერჩეულ  პროდუქტთა  საქართველოში  იმპორტირებით,  მათი რეალიზაციისათვის  საჭირო  მარკეტინგული  ღონისძიებების  განხორციელებით. კომპანია  დაკომპლექტებულია   მაღალ  პროფესიონალური  კადრებით,  რომელთა  მეშვეობითაც  უზრუნველყოფილია   ბაზრის  მოთხოვნათა  ანალიზი,   იმპორტირებულ პროდუქტთა  რეალიზაციისათვის  საჭირო  მარკეტინგულ  ღონისძიებათა  სწორი  დაგეგმვა  და  განხორციელება.  „ბკმედი“  არის  წარმატებული და  მზარდი კომპანია , მისი   საწესდებო კაპიტალი  შეადგენს  300 000  ევროს ,გასული წლის გაყიდვები განისაზღვრა 500 000 ევროთი ,მომავალი  წლისთვის  კი   იგეგმება  ზრდა  800 000 ევრომდე . 
      
  კომპანია  საკუთარ  სერვისს,  შეკვეთის  საფუძველზე,   საქართველოში   ფარმაცევტულ  პროდუქტთა  იმპორტიორ   ნებისმიერ  სხვა  კომპანიას   სთავაზობს.

  
„ბკ მედი“ – ს  სამოქმედო  არეალს  წარმოადგენს: 

• ექიმ–სპეციალისტები;
• ოჯახის  ექიმები;
• ფარმაცევტები;
• მოსახლეობა (OTC შემთხვევაში).


კომპანიის მიზნები:

• საერთაშორისი კონტაქტების გაფართოება;
• პროდუქტთა  პორთფელის  გაზრდა;
• დადებითი  რეპუტაციის  შექმნა   საქართველოში  ფარმაცევტულ პროდუქტთა იმპორტიორ  კომპანიებს  შორის ; • დადებითი  რეპუტაციის  შექმნა   ექიმებსა  და  ფარმაცევტებს   შორის ;
• მედიკამენტის  ბრუნვის  ზრდა , რითაც  მიიღწევა  კომპანიის  ფინანსური  წარმატებები.


ისტორია:

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მოღვაწეობს რამოდენიმე ფარმაცევტულ დისტრიბუტორული კომპანია,(სააფთიაქო ქსელი) ასევე ბევრი უცხოური და ადგილობრივი ფარმაცევტული (მომწოდებელი) კომპანია, რომელთა ურიერთთანამშრომლობით, ერთი შეხედვით, პატარა ქართული ფარმაცევტული ბაზარი  გაჯერებულია ფარმაცევტული პროდუქტებით. წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ, ბაზრის მოთხოვნის მიხედვით პროდუქტთა მოძიების, პარტნიორებთან ურთიერთობის, სწორი მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელების, ორგანიზებული  მარკეტინგული ჯგუფის  შექმნის  უნარმა და შესაძლებლობამ  ერთერთი  დიდი  დისტრიბუტორული (სააფთიაქო ქსელი) კომპანიის დამფუძნებელთა ჯგუფი მიიყვანა იმ დასკვნამდე, შეექმნათ მარკეტინგული კომპანია „ბკმედი“,რომელიც თვითონვე  განახორციელებდა  მის მიერ შერჩეულ პროდუქტთა იმპორტსა და მარკეტინგს.

აღნიშნული კომპანია  ახალგაზრდაა,  იგი შეიქმნა  2009  წელს. დღიდან  შექმნისა იგი მოღვაწეობს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე და არის წარმატებული.


ძირითადი სამოქმედო სფეროები:

• პედიატრია;
• დერმატოლოგია;
• გინეკოლოგია;
• ალერგოლოგია;
• გასტროენტეროლოგია.


ჩვენი გუნდი კომპანია „ბკ მედი“–ს მართვა:

• დირექტორი;
• მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერი;
• პროდუქტის მოძიებისა და შეფასების საექსპერტო ჯგუფი;
• პროდუქტ–მენეჯერები;
• რეგიონალური მენეჯერები;
• სამედიცინო წარმომადგენლები (თბილისი, რეგიონები).


სამედიცინო წარმომადგენლთა ჯგუფები მოშაობენ:

• შინაგანი  მედიცინისა  და  პედიატრიის  სფეროში (თბილისი);
• შინაგანი  მედიცინისა  და   პედიატრიის  სფეროში  საქართველოს  რეგიონებში.