დაბეჭდვა

პროდუქტი



  მარტიანსი პრებიოტიკით 
                               

ტყის კენკრის და მარწყვის  გემოთი       
      
მულტივიტამინი  და  მულტიმინერალი  ბავშვებისათვის

წამლის  ფორმა: მარსიანელი  ფორმის  საწუწნი 
ტაბლეტი ფარმაკოლოგიერი  ჯგუფი:  მეტაბოლურ  პროცესზე  მოქმედი  საშუალება, 
მოქმედება პოლივიტამინებისა და მინერლების კომპლექსი ფარმაკოლოგიურია: ფარმაკოლოგიყრო  მოქმედება  განისაზღვრება  მასში  შემავალი  ინგრედიანტების  თვისებებით


         ინფორმაცია პაციენტებისთვის. 1 ტაბლეტი (დღიური დოზა) შეიცავს: 
ინულინი 500,0 მგ.
ვიტამინი A 200,0 მკგ
ვიტამინი B1 0,3 მგ
ვიტამინი B2 0,4 მგ
ვიტამინი B3 4,0 მგ
ვიტამინი B5 1,5 მგ
ვიტამინი B6 1,0 მგ
ვიტამინი B12 1,0 მკგ
ვიტამინი ჩ 50,0 მგ
ვიტამინი D 5,0 მკგ
ვიტამინი E 4,0 მგ
ფოლის მჟავა 90,0 მკგ
ბიოტინი 22,5 მკგ
იოდი 70,0 მკგ
თუთია 2,5 მგ
რკინა 3,5 მგ
სელენი 10,0 მკ



შემადგენლობა: ინულინი , ქსილიტოლი , სორბიტოლი, ასკორბინის მჟავა, რკინის ფუმარატი, სტეარინის მჟავა, ტყის კენკრის არომატი (ტყის კენკრა), მარწყვის არომატი  (მარწყვი), მაგნიუმის სტეარატი, ნიკოტინამიდი , ლიმონმჟავა , თუთიის ციტრატის ტრიჰიდრატი, D-ალფა- ტოკოფეროლის აცეტატი, რკინის ოქსიდი , სელენიუმი , პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, ვანილი, D-ბიოტინი, ასპარტამი, ქოლეკალციფეროლი, კალციუმის პანთოტენატი , რეტინოლის აცეტატი, რიბოფლავინი, თიამინის მონონიტრატი, ციანკობალამინი, კალიუმის იოდიდი, ფოლის მჟავა.

ჩვენება: ჰიპო და ავიტამინოზების, მინერალების  ნაკლებობის მკურნალობა და პროფილაქტიკა ბავშვებში 3 წლიდან.
იოდის დეფიციტის პროფილაქტიკა.   ორგანიზმის  ბრძოლისუნარიანობის  ამაღლება  გაციებისა  და ინფექციური დაავადებების, გაძლიერებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს. 
    ბავშვებში  ნაწლავის ნორმალური ფლორისა და კალციუმის შეწოვის გასაუმჯობესებლად.  M ბავშვებში კბილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, კბილების კარიესისგან დასაცავად, პირის ღრუში სიგრილის ეფექტის შესაგრძნო ბად.

მიღების  წესი და დოზირება: პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის კონსულტაცია. ბავშვებს 3 წლიდან 1 ტაბლეტი დღეში ჭამის შემდეგ, პირში გასაწუწნად.

გვერდითი მოქმედება: დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი.

უკუჩვენება: ფენილკეტონურია.

განსაკუთრებული მითითებები და გაფრთხილებები :
• არ გადააჭარბოთ მითითებულ დღიურ დოზას.
• არ გამოიყენოთ მრავალფეროვანი საკვების ჩამნაცვლებლის სახით.
• არ გამოიყენოთ ბავშვებში 3 წლამდე.
• შეიცავს ფენილალანინის წყაროს.


შეინახეთ  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ  მშრალ და გრილ ადგილას, 25 °ჩ.   ვარგისიანობის ვადა: 3წელი.

არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაიცემა: ურეცეპტოდ

შეფუთვა: 30 ტაბლეტი.30+6 ტაბლეტი,მწარმოებელი: Walmark a. s. oldrichovice 44, 73961 Trinec Czech Respublic. 

WWW.Walmari.biz       w9847.985/L/01ENG-GE









     
   Altaflora eleqtroliti  
 ლაქტობაცილების, ენტერობაცილებისა და ელექტროლიტების შემცველი კომპლექსური საკვები.

ბიოდანამატი   ნაცვლად  ორი  (ან მეტი) სხვადასხვა  პროდუქტისა  ,,ალტაფლორა ელექტროლიტი“ ერთად შეიცავს   დიარეისა  და  გაუწყლოვნების   მკურნალობისთვის   აუცილებელ  ნაწლავურ ფლორასა  და  ელექტროლიტებს .

 1 პაკეტი  შეიცავს: 650  მილიარდ  UF ფლორას:

Lactobacillus   rhamnosus  UFC 250
Streptococcus   Thermophilus  UFC 200 მლრდ/გრ
Lactabacillus   acidophulus  UFC 100 მლრდ/გრ
Lactobacillus   Casei  100  mlrd UFC /გრ

ნატრიუმის  გლუკონატი 50mg
კალიუმის   გლუკონატი  50mg
მაგნიუმის   გლუკონატი  50mg

 გამოშვების  ფორმა: პაკეტში  მოთავსებული, წყალში  ხსნადი, სასიამოვნო (ვანილის)  გემოს  მქონე  ფხვნილი

 მიღების  წესი და დოზირება:
• პრეპარატის  მიღებამდე  გაიარეთ  ექიმის  კონსულტაცია
• ბავშვებს  1  წლიდან:  1–2 პაკეტი  დღეში (იხსნება  200მლ  წყალში), ან  რძეში (დიარეის  არარსებობის  შემთხვევაში)
• გამოიყენება  მოზრდილებში: 1–2 პაკეტი  იხსნება  200  მლ  წყალში

გვერდითი  მოქმედება  და  უკუჩვენება
გამოვლენილი  არ  არის აფთიაქიდან   გაიცემა  ურეცეპტოდ შეფუთვა: 8 პაკეტი 4 გრ დეტალური  ინფორმაცია  აღწერილია  პროდუქტის  ჩანართ  ფურცელში,  რომელიც მოთავსებულია  კოლოფში. მწარმოებელი: ALTA CARE Laboratories. 121, Avenue des Champs-Élysées, 75008 Paris. France. www.altacare.com

 

     
  

  ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

უნიკლოფენი 0,1%
Uნიცლოპჰენ 0,1%

თვალის წვეთები, ხსნარი
დიკლოფენაკ ნატრიუმი
5მლ წვეთები, ხსნარი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით მოცემული ფურცელ-ჩანართის შინაარსს.
• შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი კვლავ წაკითხვა.
• დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.
• მოცემული პრეპარატი დანიშნულია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე სიმპტომები აღენიშნებათ, როგორიც თქვენ.
• რომელიმე გვერდითი ეფექტის გაურესებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი:
1. რა არის უნიკლოფენი და რისთვის გამოიყენება
2. უნიკლოფენი -ის მიღებამდე
3. როგორ მიიღება უნიკლოფენი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. როგორ ინახება უნიკლოფენი
6. დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის უნიკლოფენი და რისთვის გამოიყენება:
უნიკლოფენი არის ხსნარი, რომელიც გამოიყენება თვალისათვის. ის აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს დიკლოფენაკ ნატრიუმს.
უნიკლოფენი ხსნის ტკივილს და საგრძნობლად ამცირებს თვალის მექანიკური დაზიანებით და ალერგიით გამოწვეულ ანთებით რეაქციებს.

უნიკლოფენი გამოიყენება თვალის არა-ინფექციური ანთებითი პროცესის სამკურნალოდ, განსაკუთრებით კი კონიუქტივის და რქოვანას ალერგიული წარმოშობის ქრონიკული ანთების სამკურნალოდ. ის ასევე გამოიყენება წამწამების არაბაქტერიული ანთების სამკურნალოდ, თვალში უცხო სხეულების მოხვედრითა და დამწვრობით გამოწვეულ უმნიშვნელო ტრამვების სამკურნალოდ. ფოტოფობიისა და UV რადიაციით დასხივების შედეგად (მზის სხივები, შედუღება) რქოვანაზე გაჩენილი წყლულების სამკურნალოდ.

უნიკლოფენი ასევე გამოიყენება წანა საოპერაციო მოსამზადებელ ეტაპზე, ოპერაციის დროს თვალის გუგის Aშევიწროვების შესამცირებლად, კისტოზური მასკულარული ედემა (ბადურის ცენტრის ჩამოშლა) და თვალის სხვადასხვა ოპერაციების დროს მომატებული საპასუხო რეაქციების შესასუსტებლად.

უნიკლოფენი გამოიყენება მოზრდილებში, მოზარდებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

2. უნიკლოფენი- ის მიღებამდე:

უნიკლოფენი არ მიიღება:
• თუ ხართ ალერგიული (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) დიკლოფენაკ ნატრიუმის ან უნიკლოფენი -ის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;
• თუ აცეტილსალიცის მჟავა თქვენში იწვევს ასთმას, ჭინჭრის ციებას (ურტიკარია) ან ცხვირის სისველეს (მწვავე რინიტი).
• ორსულობის ბოლო სამი თვე.
• პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

უნიკლოფენი სიფრთხილით ინიშნება თუ:
• თუ თქვენ იმყოფებით ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში ან ლაქტაციის პერიოდში (პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს, მაგრამ მხოლოდ განსაკუთრებულად სერიოზული მიზეზების გამო).
• პაციენტებში კუჭისა და წვრილი ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებით.
• პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან სისხლდენებისკენ (სისხლდენის რისკი იზრდება ოპერაციის დროს).
• პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებებს (სისხლდენის რისკი იზრდება ოპერაციის დროს)

სხვა პრეპარატების მიღება:
უნიკლოფენი-ს შეიძლება ურთიერთქმედება ჰქონდეს სხვა პრეპარატებთან.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რაიმე სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.
ზოგიერთმა სხვა პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს უნიკლოფენი-ის მიღებაზე ან პირიქით.

უნიკლოფენი შეიძლება დაინიშნოს ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებთან ერთად, მაგრამ ეს საჭიროებს სიფრთხილეს.

თუ თქვენ იღებთ ადგილობრივ სტრეოიდებს, Aაუცილებელია თქვენმა ექიმმა იცოდეს ამის შესახებ.
P
პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებებს ან აწუხებთ სისხლის შედედების დარღვევა, უნიკლოფენი-ით მკურნალობისას შეიძლება ადგილი ქონდეს სისხლენის გახანგრძლივებას.

თუ თქვენ იღებთ სხვა თვალის წვეთებს, აუცილებელია თქვენმა ექიმმა იცოდეს ამის შესახებ, რათა დადგინდეს მათი ერთდროული მიღების მიზანშეწონილობა.

მიზანშეწონილია, რომ უნიკლოფენი-ისა და სხვა პრეპარატების მიღებათა შორის იყოს 5 წუთიანი ინტერვალი.

უნიკლოფენი-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ვინაიდან პრეპარატი ოფთალმოლოგიური დანიშნულების ხსნარია, მას არ აქვს კავშირი საკვებისა და სასმელის მიღებასთან.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ორსულობა
ორსულობის ბოლო ტრიმესტრში პრეპარატის მიღება დაუშვებელია. ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
ლაქტაცია
ლაქტაციის დროს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.

ავტომობილებისა და მანქანა-დანადგარების მართვა
პრეპარატის მიღებიდან მოკლე დროში შეიძლება განვითარდეს დაბინდული მხედველობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილებისა და მანქანა-დანადგარების მართვის გართულება, რაც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. აქედან გამომდინარე რეკომენდირებულია მითითებული აქტივობების გამოვლენამდე გავიდეს 15 წუთი პრეპარატის მიღებიდან.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნიკოლოფენი -ის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
დოგლიქსი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს. პრეპარატის გამოყენების დროს არ უნდა იქნას გამოყენებული მსუბუქი საკონტაქტო ლინზები. მყარი საკონტაქტო ლინზები უნდა იქნას ამოღებული პრეპარატის მიღების წინ და უკან უნდა დაბრუნდეს პრეპარატის მიღებიდან 20 წუთის შემდეგ.

3. როგორ მიიღება უნიკლოფენი:
უნიკლოფენი უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უნიკლოფენი 0, ჩვეულებრივ ინიშნება:
უფროსები:
თვალის არა ინფიცირებული ანთების დროს ჩვეულებრივ 1-2 წვეთი თვალის ქუთუთოში – 3-5-ჯერ დღეში.
თვალის ოპრეციების დროს გუგის შევიწროების თავიდან ასაცილებლად, ქირურგიულ ჩარევამდე 3 საათით ადრე 1 წვეთი 6-ჯერ თვალის ქუთუთოში (30 წუთიანი ინტერვალებით).

2წლის ასაკის ზემოთ ბავშვები:
დანიშნულება და დოზირება უნდა შეირჩეს ოფთალმოლოგ-პედიატრის მიერ. მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ამბულატორიულ პირობებში ექიმის ზედამხედველობის ქვეშ. A
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.

კონტაქტური ლინზების მომხმარებელთათვის:
თუ თქვენ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, უნიკლოფენი-ის მიღებამდე უნდა ამოიღოთ ისინი. პრეპარატის მიღებიდან 20 წუთის გასვლის შემდეგ შეიძლება ლინზების თვალში მოთავსება.

გამოყენების ინსტრუქცია:
1. დაიბანეთ ხელები და დაჯექით კომფორტულად.
2. მოატრიალეთ ფლაკონის თავი.
3. დაიჭირეთ ფლაკონი ორი თითით თავით ქვემოთ.
4. ფრთხილად ჩამოსწიეთ ქვემოთ თვალის ქუთუთო.
5. პიპეტის ბოლო მიიტანეთ თვალთან ახლოს ისე, რომ ის არ შეეხოს თვალს და მიმდებარე უბნებს.
6. ფრთხილად დააჭირეთ ფლაკონს ისე, რომ მხოლოდ 1-2 წვეთი მოხვდეს თვალში. ჩამოსწიეთ ქუთუთო.
7. დააჭირეთ თითი დაზიანებული თვალის ცხირთან კუთხეს და გააცერეთ 1 წუთი.
8. გაიმეორეთ სხვა თვალში იგივე, თუ ექიმმა გითხრათ ამის შესახებ.
9. გამოყენების შემდეგ დაუყონებლივ დახურეთ ფლაკონი.

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი რაოდენობის უნიკლოფენი-:
დადგენილი დოზირების დაცვის შემთხევევაში ზედოზირება გამორიცხულია.
მოზრდილების მიერ პრეპარატის შემთხვევით მიღების შემთხვევაში, არაადექვატური რეაქცია არ არის მოსალოდნელი.
ბავშვებში ზედოზირების ან შემთხვევით პერორალურად მიღების შემთხვევაში, მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

თუ დაგავიწყდათ უნიკლოფენი- მიღება:
გახსენების შემდეგ პრეპარატი მიიღეთ დაუყონებლივ, დაიცავით ჩვეული დოზის ჩვეულ დროს მიღება.
გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ შეწყვეტთ უნიკლოფენი-ს მიღებას:
უნიკლოფენი-ს მიღება არ შეწყვიტოთ ექიმის მითითების გარეშე. პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე დაუკავშირდით ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა პრეპარატის მსგავსად, უნიკლოფენი-ს მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

რომელიმე გვერდითი ეფექტის გაურესებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

5. როგორ ინახება დოგლიქსი:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ დოგლიქსი კოლოფსა და ბლისტერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები იხილეთ კოლოფზე.
შეინახეთ 300ჩ-მდე.

არ გამოიყენოთ დოგლიქსი, თუ შენიშნავთ დაზიანების რაიმე ხილულ ნიშანს.

პრეპარატების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში დაუშვებელია. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატები აღარ გჭირდებათ. ამგვარი ზომები უზრუნველყოფს გარემოს დაცვას.

6....დამატებითი ინფორმაცია:

რას შეიცავს უნიკლოფენი:
• აქტიური სუბსტანცია არის დიკლოფენაკ ნატრიუმი 1მგ 1მლ ხსნარში.
სხვა ინგრედიენტებია:
• ბორის მჟავა, ბორაქსი, პროპილენ გლიკოლი, დინატრიუმ ედეტატ დიჰიდრატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი – როგორც კონსერვანტი, საინექციო წყალი.

უნიკლოფენი აღწერა და შეფუთვის შემცველობა:
1X10მლ, 1X5მლ (პოლიეთილენის ფლაკონი თვალის წვეთები).
სხვა შეფუთვა არ არის ბაზარზე.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი:
Uნიმედ Pჰარმა სპოლ. ს.რ.ო. ორიესკოვა 11, 821 05, ბრატისლავა, სლოვაკეთის რესპუბლიკა